LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერიას დაუპირისპირდნენ”–რა ხდებოდა „ნაციონალების“ ოფისში ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ

42

მიხეილ სააკაშვილთან გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი პანიკა გამოიწვია, ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ წერს.

„ქრონიკასთან“ სანდო წყარო აცხადებს, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების შემდეგ გიგა ბოკერიას თანაპარტიელების ნაწილი დაუპირისპირდა. „გამოცემას სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ „სხადნიაკზე“ ამ სკანდალური ჩანაწერების შემდეგ და რა ხასიათზე არიან მისი ლიდერები. თუ წყაროს ვერწმუნებით, უპირველესად, ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას პარტიაში შიდა დაპირისპირება მოჰყვა. პრაქტიკულად ამ ამბავს ადასტურებს ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებული სხვადასხვა კომენტარი და შეფასება, რაც ცხადყოფს, რომ „ნაციონალების“ ერთი ნაწილი სააკაშვილს ემიჯნება.

წყაროს თქმით, გიგა ბოკერიას თანაპარტიელთა ნაწილი დაუპირისპირდა და თითქმის 1 წლის წინანდელი ამბავი შეახსენა, როცა ისინი მოითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მინიმუმ დისტანცირებას ან პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და ეს საკითხი მას არაერთხელ დაუსვეს. ბოკერიამ დაპირისპირებულ თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ამის გაკეთება თავადაც სურდა, მაგრამ რეალურად ერთი მიზეზის გამო დარჩა სააკაშვილის გუნდის ლიდერად – მას ფული აქვს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია და ჰაერივით სჭირდება (ეს „ნაცმოძრაობის“ “ობშიაკის“ ფულია, რომელზეც ადრე ბოკერიას ჰქონდა პრეტენზია, მიშას მოსთხოვა კიდეც ამ „ობშიაკიდან“ გარკვეული თანხა, მაგრამ მან ერთი ცენტიც არ მისცა). ბოკერიამ უფრო დაუკონკრეტა უკმაყოფილოებს – იმდენი ფული კი გვაქვს, რომ ვიარსებოთ და ვიაქტიუროთ, მაგრამ იმ რევოლუციის მოსაწყობი ფული, რომელსაც ვაპირებთ, არ გაგვაჩნია, მით უფრო თუ რევოლუციური პროცესები დაიწყება, საკმაოდ დიდხანს გასტანს და ამას სერიოზული თანხები სჭირდებაო. იქვე უთქვამს უკმაყოფილო მეგობრებისთვის, ნუ გავიწყდებათ, რომ პოლიტიკურად უკვე გაკოტრებულები ვართ და რევოლუციის გარდა ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა გზა არ გაგვაჩნია, ეს თქვენ კარგად იცითო.

გიგა ბოკერიას გაუხსენებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქცია სააკაშვილის ფულით დაფინანსდა, ზოგიერთი პარტიული ლიდერი იმდენად უსინდისო აღმოჩნდა, რომ აქციის მოსამზადებელ დღეებში, საკუთარ მანქანაში ბენზინსაც კი პარტიული ბიუჯეტიდან ასხამდა, როცა ყველა მათგანს რამდენიმე სახის ბიზნესი აქვს, ოფშორულ ზონებში აქვთ ფული გადამალული და იმის ნაცვლად, რომ პარტიას შეეწიონ, პირიქით, პარტიის ფულს ეხარბებიანო. წყარო აცხადებს, რომ გიგა ბოკერია კობა ხაბაზს, გიორგი ბარამიძესა და აკაკი ბობოხიძე გულისხმობდა,რადგან პარტიის კულუარებში საუბრობენ, რომ პარტიულ ფულს სწორედ ისინი ეტანებიან“,- წერს გაზეთი „კვირის ქრონიკა“.