შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმისთვის 1993 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომელსაც ბადრაგი იცავს.
შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. დაშავებულ ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.