თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში პოლიციელზე თავდასხმა მოხდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დაზიანებულია დაცვის პოლიციის სამსახურეობრივი ავტომობილი. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ში განმარტავენ, რომ პოლიციას ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავს და დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.