LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

1474616570_amindi

6 იანვარს, დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები