LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

მერიის-თანამშრომელი

ბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ბათუმის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს აჭარის მტავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ სოსო შერვაშიძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს. ბატონი სოსო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა, რამაც გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია. თანადგომას ვუცხადებ მის კოლეგებს ბათუმის მერიიდან და ყველა მის ახლობელ ადამიანს”, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ქარმა ბათუმში რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი და დააზიანა რამდენიმე ავტომანქანა, ასევე მოგლიჯა ხე-მცენარეები.

 

სოსო შერვაშიძე შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა.

ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. სწორედ ამ დროს დაშავდა სოსო შერვაშიძე.

ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები