LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკითხავს ყველა შესაბამის პირს

39

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს ყველა აუდიო ჩანაწერის ავთენტურობას და დაკითხავს ყველა შესაბამის პირს, ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღინისძიებებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე უკვე დაიწყო 24 ოქტომბერს გამოძიება სსკ 215 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

იზორიას თქმით, შსს-სთან თანამშრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების ზომები საფრთხეების პრევენციისთვის.  ამასთან, სუს-მა მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა ქართულმა მხარემ მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია.