LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე საქართველოში ახალი სათხილამურო ტერიტორიები და საბაგიროები მოეწყობა

jpg-1520768649-1521360912

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მთის კურორტებზე არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რათა საქართველომ მეტი ტურისტი მოიზიდოს და ღირსეულად უმასპინძლოს ოთხივე სეზონზე.

მისი შეფასებით, ტურიზმის ზრდის ხელშეწყობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს სამთო კურორტებს უჭირავს.

„აქტიურად ვემზადებით 2023 წელს ფრისტაილის ჩემპიონატის ბაკურიანში ჩასატარებლად, ამისთვის გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე სპეციფიკური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,  მათ შორისაა ახალი სათხილამურო ტერიტორიების შექმნა, ახალი საბაგიროების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები,“ – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, გოდერძის კურორტზე ორივე მხრიდან დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია, ხოლო გუდაურში ახალი პარკინგისა და საბაგიროს მშენებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები