დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრში, დღეს დილით პიროტექნიკით დაშავებული ხუთი პაციენტი შევიდა.
მისივე თქმით, დაშავებულები 9-12 წლამდე ბავშვები არიან.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულებს ჩაუტარდათ ამბულატორიული მკურნალობა და ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ცენტრს დაახლოებით 40-მა პაციენტმა მიმართა. კლინიკაში რჩება რვა წლის ბიჭი, რომელსაც სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება.