საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში ამოქმედდა. ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. დაინტერესებულ მოქალაქეებს კითხვებზე პასუხების მიღება ამ ნომერზე შეეძლებათ: 2197676.
თვითდასაქმებულებს და დამსაქმებლებს კი, შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში – ვებგვერდზე pensions.ge. კანონით დადგენილი საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის ეს აუცილებელია.
პირველი იანვრიდან საპენსიო ფონდში ყველა ავტომატურად ერთვება – ყველა დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს და ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რეზიდენტს, რომელსაც აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება და მუშაობს, ხელფასიდან 2% ჩამოეჭრება. საპენსიო რეფრმაში ავტომატურად მხოლოდ ისინი არ ერთვებიან, ვისაც კანონის მიღების დღემდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) საპენსიო ასაკი შეუსრულდა (მამაკაცებს 65 წელი, ხოლო ქალებს -60). მათ სქემაში […]
იანვრიდან ხელფასის 2% ჩამოგეჭრებათ - როგორ გავიდეთ საპენსიო ფონდიდან
დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.