რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა პირადი ცხოვრების აფიშირებაზე უარი თქვა. მედიაში მაინც გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 29 წლის მომღერალი უკვე 2 წელია, რაც ჯო ელვინს ხვდება. საინტერესოა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, წყვილი საჯაროდ არსად გამოჩენილა.
ამ დღეებში, ამერიკელი შემსრულებელი და ინგლისელი მსახიობი პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილი ქუჩაში შეუმჩნევლად გადაადგილებას ცდილობდა, პაპარაცების ობიექტივს მათი ამოცნობა არ გასჭირვებია.
შეგახსენებთ, რომ ,,გრემის” მფლოებელ მუსიკოსს აქამდე ისეთი პარტნიორები ჰყავდა, როგორებიც: ჯო ჯონასი, ტეილორ ლოტნერი, ჯონ მეიერი, ჯეიკ ჯილენჰოლი, ჰარი სტაილზი, კელვინ ჰარისი და ტომ ჰიდლსტონი არიან.