პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, ასევე შესაძლებელია ფოტოსესია თოვლის ბაბუასა და ზღაპრის გმირებთან ერთად.
19:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჯგუფ “ნიუტონის” კონცერტი გაიმართა, 21:00 საათზე კი საახალწლო სოფელი ფოლკლორის საღამოს უმასპინძლებს, რომელსიც მონაწილეობას 15-მდე სხვადასხვა თაობის ანსამბლი მიიღებს.
თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმართება.