ახალი წლის დღეებში თბილისის დამწვრობის ცენტრს 20 მოქალაქემ მიმართა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტებს ძირითადად მარჯვენა ხელის დამწვრობა აღენიშნებოდათ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
„ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრმა 20 პაციენტი მიიღო, აქედან 10 მოზრდილი, 10 კი ბავშვი. მძიმე შემთხვევები, საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა. იყო უმნიშვნელო დამწვრობები, ძირითადად მარჯვენა მტევნის. მოზრდილებიდან ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, კერძოდ, ინდოეთიდან და ირანიდან. ყველა მათგანს გაეწია შესაბამისი მკურნალობა“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.