LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალების შესახებ”

93

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თამარ ჩერგოლეიშვილი და ნიკა გვარამია უნდა დაიკითხონ.

„თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ თუ „რუსთავი 2“-ის საქმე არ გამოვა, მაშინ გვაქვს “გეგმა ბ”-ო. ჩემი აზრით, ის ამის გამო უნდა დაიკითხოს. ასევე, ნიკა გვარამია ამბობს, თუ არ იქნება „რუსთავი 2“, არ იქნება 2016 წლის არჩევნებიო. ისმის ფრაზები, „ჯოჯოხეთს გაგითენებთ,“ „ჩენ შეგცვლით“ და ა.შ. ეს რას ნიშნავს?

ამ მუქარას კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ განვიხილავთ. ეს ერთი დიდი პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია : როცა „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის გადწყვეტილებით, არხი სოციალური უკმაყოფილების აწევაზე მუშაობს, ტარდება შერჩევითი სოციოლოგიური გამოკვლევები და ამ ყველაფერს პრეზიდენტის გამოსვლა აგვირგვინებს, მოვლენებს სხვა ჭრილიდანაც შევხედოთ. რატომღაც, მარგველაშვილის გამოსვლისას, რეაქცია ყველას პირველ ნაწილზე ჰქონდა, როცა მან მოსამართლეზე ზეწოლა მართლაც სცადა. დიახ, მან მოახდინა ზეწოლა სასამართლოზე, მაგრამ იქ იყო მეორე ნაწილიც. სულ ორი ფრაზა თქვა – სამოქალაქო დაპირისპირებისა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხე დგასო და ეს არ იყო ანონსი. რაღაცა შეიძლება კვესიტაძემ დააანონსოს, მაგრამ პრეზიდენტები არ აანონსებენ, ისინი აკეთებენ განცხადებას, რომელსაც ძალიან დიდი წონა აქვს. პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ამის შემდეგ, პირველი ნაბიჯი პრეზიდენტის დაკითხვაა!“ – ამბობს ნიკოლეიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები