2018 წელის ალესანდრა ამბროსიოსთვის საკმაოდ დრამატული იყო. ყველასთვის ცნობილია, რომ 37 წლის მოდელმა ,,ვიქტორიას სიკრეტი” დატოვა, ცოტა ხნის წინ ჯეიმი მაზურს დაშორდა, რომელსაც ის 13 წლის განმავლობაში ხვდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზეზებით საუკეთესო დასვენება მას უდავოდ სჭირდებოდა. ამ დღეებში, პაპარაცებმა პოდიუმის ლამაზმანი მის ახალ რჩეულთან ერთად, მშობლიურ ბრაზიალიაში გადაიღეს. ალესანდრა ნიკოლო ოდის კომპანიაში ფლორიანოპოლისის ერთ-ერთ სანაპიროზე დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ამბროსიოს ბოიფრენდი იტალიური ბრენდის Alanui დამფუძნებელი და მფლობელია. მათი რომანი მაზურთან დაშორების შემდეგ დაიწყო. პირველად, ისინი საჯაროდ სექტემბერში, Green Carpet Fashion Award-ზე გამოჩნდნენ.