LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი დასკვნა: 15 მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც უძილობა იწვევს

645

საინტერესოა, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე ადამიანებმა ძილის ხანგრძლივობა საგრძნობლად შეამცირეს. ერთის მხრივ, ეს გასაგებიცაა, რადგან არავის სურს ცხოვრების 1/3 ძილში გაატაროს. მართალია, ერთი უძილო ღამე არაფერს დაგვაკლებს, თუმცა სისტემატიურმა უძილობამ შეიძლება უდიდესი პრობლემები შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. უძილობა იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა:დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, ალცგეიმერის დაავადება, შიზოფრენია, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. მოდით გავიგოთ, რატომაა ასე მნიშვნელოვანი 8 საათიანი ძილის რეჟიმი?

1. ოქსფორდის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგმა რასელ ფოსტერმა დაადგინა, რომ ძილის ღრმა ფაზის გარეშე ადამიანი სამჯერ მეტად კარგავს შრომისუნარიანობას და სიახლეების ათვისებას ვერ ახერხებს. ღრმა ძილის დროს ხდება დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც ამავე დროს კანის რეგენერაციაზე აგებს პასუხს.

 

1

2. უძილობა აქვეითებს ყურადღების, კონცენტრაციისა და სწრაფად აზროვნების უნარს, რაც ადამიანის შრომისუნარიანობაზე აისახება.

 

2

3. ბოსტონში PIRLS International Study Center-ის მკვლევარებმა შეადარეს ერთმანეთს ბავშვების ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ბავშვებს უფრო დიდხანს სძინავთ, გონებრივი შესაძლებლობებიც უფრო მაღალია.

3

4. ძილის დროს ტვინი ახდენს მიღებული ინფორმაციის გაღრმავებას და დამახსოვრებას. თუ თქვენ ცოტა ხანი გძინავთ, დიდი ალბათობით, ინფორმაციას რომელიც იმ დღეს მიიღეთ, სათანადოდ ვერ დაიმახსოვრებთ.

 

4

5. როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი, დაადგინეს, რომ სწორედ ძილი ეხმარება ტვინს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.

5
6. ძილის ქრონიკული უკმარისობა გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობას ზრდის: არითმია, ჰიპერტონია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. ბოლო კვლევებმა კი დაამტკიცა, რომ სწორედ უძილობა შეიძლება გახდეს ალცგეიმერის დაავადებების გამომწვევი.

 

6

7. უძილო ადამიანი საჭესთან ისევე მოდუნებულია, როგორც ალკოჰოლის მიღებისას.

 

7

8. ბოლო კვლევებმა, რომელიც 2007 წელს ჩატარდა, დაამტკიცა, რომა ადამიანების სიკვდილიანობა, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, ორჯერ მაღალია.

8

9. ქალები, რომლებიც 8 საათზე ნაკლებს იძინებენ, 12 პროცენტით უფრო მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ.

 

9

10. შვეციაში პროფესორებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სათანადო დროით არ იძინებენ, ირჩევენ უფრო კალორიულ, გენომოდიფიცირებულ და უსარგებლო საკვებს.

 

10

11. 2007 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელშიც 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დაადგინა რომ უძილოთა დეპრესიის მაჩვენებელი ხუთჯერ მაღალია.

11

12. ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს აკნეს განვითარებას.

12

13. უძილობა მოქმედებს ადამიანზე, მოლეკულურ დონეზეც კი და რადიკალურად აქვეითებს შრომისუნარიაონობას.

13

14. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ უძილობა პირდაპირპროპორციულია შვილოსნობასთან.

14

15. უძილობა ასევე იწვევს პოტენციის დაქვეითებას.

15

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები