საპარლამენტო უმრავლესობა “რუსთავი2”-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ამზადებს.უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, განცხადების ტექსტი ორშაბათს გახდება ცნობილი.
“ვამზადებთ განცხადების ტექსტს უმრავლესობის სახელით, რომელსაც ორშაბათს გაგაცნობთ. ეს ეხება “რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეს არ იქნება საგანგებო განცხადება. საგანგებო განცხადება მზადდება რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში. ეს იქნება კარგად მომზადებული განცხადება, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ და სადაც სრულყოფილად იქნება დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერი კითხვაზე – რატომ ამბობს პრეზიდენტთან კონსულტაციებზე უარს უმრავლესობა, კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხის შესახებ, რაც უსაფუძვლოა.