იმისათვის რომ შობა ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა, მოსიყვარულე მამამ ორი დღე იფრინა. ამერიკელი პირს ვოგანი ბორტგამცილებლად მუშაობს და შობასაც ჰაერში შეხვდა. მისმა მამამ ჰალ ვოგანმა კი გადაწყვიტა, სადღესასწაულო არდადეგები შვილთან ერთად გაეტარებინა, სწორედ ამიტომ 6 ბილეთი შეიძინა და 2 დღის განმავლობაში 6 რეისი მასთან ერთად იფრინა.
შემთხვევის შესახებ მამაკაცის თანამგზავრებმა გაიგეს და გმირ მამას ვრცელი პოსტი მიუძღვნეს, მისი ისტორიაც სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი. ჰალი და პირსი შობას ერთად შეხვდნენ და მამაკაცის გადაწყვეტილებით ორივე ძალიან კმაყოფილი დარჩა.