LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრომ “ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარის ერთი სერიის რეალიზაცია შეაჩერა

ჯანდაცვაააააა

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ გამოიყენონ ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცის“ საინფუზიო ხსნარის ერთი სერია.

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10“ სერია: 711121, (ვარგისობის ვადა: 10.2020წ., მწარმოებელი „Merz Pharma GmbH & Co. KgaA“, გერმანია) სპეციფიკაციით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის (ხსნარის ფერის შეცვლა) შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა.

ფარმაცევტული პროდუქტი „ჰეპა-მერცის“ საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი, თუმცა სააგენტო, პრევენციული ღონისძიების სახით, მიმართავს, ასევე, პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი 711121 სერიის მქონე „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები