დიდი ხანია, ჯუდ ლოუს შესახებ, მის თაყვანისმცემლებს არაფერი სმენიათ. ახლახან, ის ,,ფანტასტიკური მხეცების” სიქუელში გამოჩნდა, სადაც ახალგაზრდა ალბუს დამბლდორი განასახიერა.
როგორც ჩანს, 45 წლის ვარსკვლავისთვის მომავალი წელი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან ცნობილია, რომ მისი მონაწილეობით ეკრანებზე სამი ახალი ფილმის პრემიერა იგეგმება. საინტერესოა, რომ სამიდან ერთ-ერთი ,,მარველის” ახალი პროექტია, სადაც ინგლისელი მსახიობი, მარველის როლს მოირგებს და პარტნიორობას ბრი ლარსონს გაუწევს.
,,კაპიტანი მარველი” დედამიწელი ქალის, ქეროლ დენვერსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სამყაროს უძლიერესი გმირი გახდება.
შეგახსენებთ, რომ კინოსურათი, რომელიც დიდ ეკრანებზე 2019 წლის 8 მარტიდან გამოჩნდება.