LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი გადასახადი ტურისტებისთვის – რა უნდა გაითვალისწინოთ თურქეთში მოგზაურობისას

Istanbul-870x400

თურქეთში ჩასულ ტურისტებს ახალი გადასახადი დაუწესდებათ. ის, ვინც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნულ ქვეყანაში ჩავა, უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევს. თანხას ტურისტები აეროპორტშივე გადაიხდიან, გადასახადის ოდენობა კი 1.5 ევროთი იქნება.

უცხოური მედიის ცნობით, თავიდან თურქეთის ხელისუფლება გადასახადის ოდენობის 3 ევროთი განსაზღვრას გეგმავდა, თუმცა, შემდეგ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ, ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრს მოსაკრებლის დაწევის თხოვნით მიმართა, რადგან მილიონობით ტურისტს უკვე გადახდილი ჰქონდა ქვეყანაში 2019 წლის დასვენების ხარჯები.

ახალი კანონი აბსოლუტურად ყველა ქვეყნიდან ჩასულ ტურისტზე გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები