LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პატიმარი იტალიაში ბადრაგს თავს დაესხა

1545984374-წწ

ქართველმა პატიმარმა იტალიის ქალაქ პიზის ციხეში ბადრაგს სცემა. ინციდენტი პატიმრის საკნიდან გამოყვანის დროს მოხდა. ინფორმაციას იტალური მედია ავრცელებს.

ციხის ბადრაგი პატიმრის სხვა ადგილას გადაყვანას ცდილობდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყა.

ციხის თანამშრომელს ინციდენტის შემდეგ, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქე ციხის თანამშრომლების მიმართ აგრესიულად წარსულშიც მოქმედებდა.

ინციდენტის შემდეგ პენიტენციური პოლიციის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ლეო ბენედუჩიმ თქვა, რომ იტალიის ციხეების თანამშრომლებზე თავდასხმები ხშირად ხდება, რადგან შესაბამისი წესების არარსებობის გამო, პატიმრები აღნიშნული ქმედებისთვის არ ისჯებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები