LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვენიერი ემა სთოუნი ბრიტანული „ვოგის“ ობიექტივში (ფოტო)

stone

ცნობილი ხდება, რომ „ოსკაროსანი“ მსახიობი ემა სთოუნი ბრიტანული „ვოგის“ გარეკანს დაამშვენებს. ახალგაზრდა მსახიობმა ჟურნალის თებერვლის ნომრისთვის ულამაზეს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალისტებს გულახდილი ინტერვიუც მისცა. მასთან ერთად ახალი ფილმის, „ფავორიტის“ შესახებ მისი კოლეგა, ოლივია კოლმანიც საუბრობს. „ვოგის“ თებერვლის ნომერი წლის საუეკეთესო მსახიობ ქალებზე ფოკუსირდება, რომლებიც საკუთარ ისტორიებს ყვებიან.

ახალ ფოტოებზე ემა კლასიკური ბრიტანული სტილის ქალის იმიჯს ირგებს. ის ყავისფერი ტონალობის შარვალსა და ბლუზაში პოზირებს, ხოლო ჟურნალის გარეკანზე კი ჭრელი ფერის ქურთუკი აცვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები