LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავმა მართვა დაკარგა და საცხოვრებელ სახლს დაეცა

dakota

შტატებში თვითმფრინავმა მართვა დაკარგა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევა სამხრეთ დაკოტას შტატში, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ უბანში მოხდა და თვითმხილველებმა ყველაფერი დეტალურად გადაიღეს. როგორც კადრებში ჩანს, მცირეძრავიანი თვითმფრინავი სიმაღლეს კარგავს და ორ სახლს შორის ვარდება. ავარიას ხანძარი მოყვა და სამწუხაროდ, პილოტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რაც შეეხება ინციდენტის ადგილს, საბედნიეროდ არავინ დაზარალებულა. ხოლო, თუ რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ამას უკვე გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები