LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის თბილისის ბიუჯეტის 38%-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯება

kaladze

2019 წლის თბილისის ბიუჯეტის 38%-ზე მეტს ინფრასტრუქტურული ხარჯები შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული ხარჯები 357 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ამ ოდენობას  2019 წლის დასაწყისში თანხები კიდევ დაემატება და 430 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის მიმართულებით დაიხარჯება.

“2019 წლისთვის 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, დამატებით 20 მილიონი ლარია  გამოყოფილი ავარიული ბაღების შენობების ჩანაცვლება-რეკონსტრუქციისა და გამაგრების სამუშაოებისთვის. მნიშვნელოვანი ხარჯებია გათვალისწინებული გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციის დასრულებისთვის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციისთვის,” – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, თანხები ასევე გათვალიწინებულია კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციისთვის.

“როდესაც ეს არის ცენტრალური მაგისტრალი და ქალაქში შემოდიხარ, ეს გზა რა თქმა უნდა მოწესრიგებული და გამართული უნდა იყოს. არსებული მდგომარობა მძიმეა და გვინდა, რომ მთლიანი რეაბილიტაცია ჩავუტაროთ ცენტრალურ მაგისტრალს. სათადარიგო გზებიდან მარცხენაზე სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. მარჯვენა მხარესაც სამუშაოები რამდენიმე მკვირაში დასრულდება  და დაივწყებთ ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას. ამაში შედის რა თქმა უნდა მიწიქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები გამწვანება და ა.შ,” – განაცხა დადედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, 2019 წელს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით მოზიდული თანხებით ასევე, დაიწყება ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო და თანამდეროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობის სამუშაოები.