ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ ავტომატებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, შემდეგ კი ერთ-ერთმა პირმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ Aljazeera ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა.
ხელისუფლება მომხდარს ტერორიტულ აქტად აფასებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ლიბიაში დაპირისპირება კანონიერ მთავრობასა და სამხედრო დაჯგუფებებს შორის მას შემდეგ მიმდიანრეობს, რაც დიქტატორი მოამარ კადაფი ჩამოაგდეს. ამერიკის ხმის ინფორმაციით, არეულობაა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც, სადაც ქვეყნის ნავთობის მარაგია კონცენტრირებული.