LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ სხედხართ და ვახახა და ვუხუხუ გაგიდით” – ოპოზიციის ნაწილმა საკრებულოს სხდომა დატოვა

46801453_2107585535960472_8685654045634854912_n

„სითი პარკი რომ გაიყვანეთ, გგონიათ, მაგით მოგვარდა პრობლემა?“ – ეს კითხვა საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს, კახა კალაძეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას დაუსვა.

„იხაზება საპარკინგე ადგილებიო და „კრასკას“ რომ დაასხამთ, ეგ არის პრობლემის მოგვარება? აქ რომ სხედხართ და ვახახა და ვუხუხუ რომ გაგიდით, სასაცილოდ არ არის საქმე,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის ამ შეკითხვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა. როგორც დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სხდომას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ტოვებს.

„სამწუხარია, რომ „ენმ“ გაიქცა დარბაზიდან, როგორც სჩვევიათ. თუმცა, მე პატივს ვცემ საკრებულოს, მოსახლეობას და ვალდებული ვარ, ყველა დასმულ შეკითხვას გავცე პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ “ენმ” დესტრუქციული ძალაა,“ – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხდომის დატოვებას.

საკრებულოს სხდომაზე დღეს თბილისის მერის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. საკრებულოს სხდომაზე ასევე უნდა განიხილონ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები