Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„Georgian Six“-ის ფურორი „შემოდგომის თბილისზე“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Georgian Six“-ის ფურორი „შემოდგომის თბილისზე“

377

„შემოდგომის თბილისმა“ 17 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში შესანიშნავი კონცერტი წარმოადგინა, რამდენიმე ვოკალური ჯაზანსამბლის მონაწილეობით. მათ შორის იყვნენ ჯგუფები: The Quintessence, Georgian Six, Four Faces და სპეციალურად ამ დღისთვის 15 წლის შემდეგ შეკრებილი Georgian Jazz Sextet, სხვათა შორის, ამ ჯგუფის შემადგენლობაში გამოდიოდა ბუკა კარტოზია, კონცერის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ჯგუფები მაესტრო ვატო კახიძემ წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ წინ შესანიშნავი კონცერტი გველოდებოდა და ნამდვილად გაამართლა მსმენელის იმედები. შეკრებილ საზოგადოებას შორის, უბრალო მელომანებთან ერთად, კონსერვატორიის პროფესორებსაც ნახავდით და ცნობილ სახეებსაც, მათ შორის იყვნენ ლელა წურწუმია, რუსა მორჩილაძე, ირმა შარიქაძე, დათო დოიაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და სხვანი.

უნდა ითქვას, რომ ღონისძიებამ საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა და „შემოდგომის თბილისის“ უდავოდ ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ იქცა. ანსამბლების რეპერტუარი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ძირითადად, ქართული რეპერტუარისგან შედგებოდა, კომპოზიციები ჯაზურ სტილში იყო გადაწყვეტილი და ჰარმონიზებული.

რასაკვირველია, მსმენელისთვის საინტერესო იქნებოდა, ცნობილი ჯაზური სტანდარტების განსხვავებული ინტერპრეტაციების მოსმენაც, მაგრამ ეს ამ საღამოზე ნაკლებად იყო. სამაგიეროდ, პირველი გამოსვლა ჰქონდა ქართველი მსმენელის წინაშე მცირე ხნის წინ შექმნილ ჯაზ-სექსტეტს, „Georgian Six“, რომელსაც დარბაზი რამდენიმე კომპოზიციის შესანიშნავად შესრულების შემდეგ ფეხზეც კი წამოუდგა. მათ შორის განსაკუთრებული გამოდგა დათო ევგენიძის „რომანსერო“, „გია ყანჩელის „ჯადოსნური კვერცხი“ და ალექსანდრე ბასილაიას „წვიმად გადავიქეცი“. მთლიანად ჯგუფი იმსახურებს ქებას, თუმცა გამორჩეულია სოლისტი ქეთი ქართველიშვილი, რომელიც კონსერვატორიის ჯაზ-სექსტეტს გამორჩეულ ხიბლს ჰმატებს. იმედია, ჯგუფს სხვა ღონისძიებებზეც ვიხილავთ.

რაც შეეხება The Quintessence-ს, რომელიც ბუკა კარტოზიამ ჩამოაყალიბა და თინეიჯერებისგან შედგება, პატარებმა თავი კარგი შესრულებით დაგვამახსოვრეს.

Four Faces-ის შემადგენლობაში არიან გოგა მესხი, გიორგი სუხიტაშილი, ნეკა სებისკვერაძე და მაკა ზამბახიძე, მათ ვატო კახიძის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიების შექმნილი კომპოზიცია შეგვისრულეს.

საღამოს ბოლოს „თბილისო“ ჯაზ-ჯგუფების სრულმა შემადგენლობამ იმღერა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში,  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, სცენა პირველად დაეთმო  ა-კაპელა ჟანრის კონცერტს.

unnamed (1)

unnamed

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები