LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი მოლში” განგაში გამოცხადდა

74

სავაჭრო ცენტრის, “თბილისი მოლის” თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  განგაში დაახლოებით 09:40 საათზე გამოცხადდა, დაცვის სამსახურმა “თბილისი მოლის” მომსახურე პერსონალს მაღაზიების დაკეტვისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. ტერიტორია დატოვეს მომხმარებლებმაც.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ განგაში სასწავლო იყო. “თბილისი მოლში” ამ დროისთვის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები