LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ არჩევნებს კი არ აკვირდებოდით, ჩვენს დამკვირევებლებს დასდევდით – გაგნიძე ბენიძეს პასუხობს

gagnize

„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე, რომელიც მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის წევრად წარადგინა, მიხეილ ბენიძის ბრალდებებს პასუხობს.

როგორც გრიგოლ გაგნიძე სოციალურ ქსელში წერს, ბრალდებები მისი ორგანიზაციის მიმართ შავი პიარის აგორებას ემსახურება.

“ჩვენგან განსხვავებით, საბოლოო ჯამში თუ ესეა რასაც უტრირებთ , თქვენ არჩევნებს კი არ აკვირდებოდით ჩვენს დამკვირევებლებს დასდევდით და უთვლთვალებდით რაც არის კნონდრღვევა!!! ვინ მოგცათ თლთვალის უფლება სად წერია რომ თვლთვალის უფლება გაქვთ თუნდაც არჩევნების დღეს მიპასუხეთ, !!! თქვენს კოალიციას ლესელიძის 1 ში პრესკლუბში მოგმართეთ გადმოგეგზავნათ დარღვევები ჩვენთვის თუ გქონდათ და არ გადმომიგვიგზავნეთ ამიტომ მიმაჩნია რომ ეს ყველაფერი ტყვილია და მოგინილი …. რამოდენიმე დღე გელოდებით გადმომიგაზავნოთ ყველა მასალა მიუხედავად იმისა რომ მიგვაჩნია ეს ყველაფერი ჩვენი ორგანიზაციის მიმართ შავი პიარის ქმედებაა,” – წერს გრიგოლ გაგნიძე.

მიხეილ ბენიძე პრეზიდენტს ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. ბენიძე ამბობს, რომ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელსაც გაგნიძე ხელმძღვანელობს, არჩევნების დღეს “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ამომრჩევლის მობილიზებასა და ნების კონტროლში იყვნენ ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები