თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საახალწლო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და შვილიშვილთან ერთად საკუთარი დაწერილი სიმღერა შეასრულა.
მან სიმღერა თურქმენულ, ასევე ინგლისურ და გერმანულ ენებზე შეასრულა.
თურქმენეთის მოსახლეობას პრეზიდენტის სიმღერა არ უკვირს. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ხშირად მღერის ოჯახთან ერთად.