LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

82

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გივი ძ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე მუნიჯადხონ მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ძ-ს თავისი კუთვნილი მიკროავტობუსის სალონში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, რომლის მეშვეობითაც უზბეკეთის მოქალაქის თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გივი ძ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-344 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მუნიჯადხონ მ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები