LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიბეგაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

93

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება  გამოთქვა, მომხდარის გამო თურქ ხალხს მიუსამძიმრა და თბილისში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

,,დედაქალაქის საკრებულო და პირადად მე  ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ანკარაში განხორციელებულ უმძიმეს ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.

ვუსამძიმრებთ თურქეთის მთავრობასა და  დაღუპულთა ოჯახებს.  ვფიქრობ, ტერორიზმთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქდა. მიტინგი სახელწოდებით “შრომა, მშვიდობა, დემოკრატია” ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.

ანკარაში მომხდარი აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. დაშავებულია 400-მდე  ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები