48 წლის სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი ამჯერად კოსმეტიკური ბრენდის „ნარსის“ სარეკლამო სახე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქემპბელი კოსმეტიკური ხაზის კამპანიაში ერთვება. ამ დრომდე ის მხოლოდ ტანსაცმლის ხაზის ამბასადორი იყო. ნაომი „ნარსის“ ახალ ფოტოებზე ნახევრად შიშველი პოზირებს. მკერდს მას გრძელი თმა უფარავს და ის უბრალოდ შეუდარებელია.
სხვა ფოტოებზე ნაომი თეთრი ფერის სექსუალურ კაბასა და „ივ სენ ლორანის“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელშია გამოწყობილი.