ბავშვთა ჰოსპისს ციცინათელას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ, ბუნებრივი გაზის გადასახადის შეღავათზე უარი უთხრა.
ორგანიზაციას სწორედ იმ ტარიფით მოუწევს გადასახადის გადახდა, რომლითაც ბიზნეს კომპანიები იხდიან.
როგორც ჰოსპისი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერზე წერს, ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირებსა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობლებს ემსახურებიან, სამართლებრივად კომერციულ ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან.
„ეჰ, უარი მივიღეთ.
გაზის გადასახადი, ისევ ისე უნდა ვიხადოთ, როგორც ბიზნესმა. გვეგონა გაითვაისწინებდნენ, რომ ჩვენნაირი ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობლებს ემსახურებიან და ფუნქციონირებისთვის თითოეულ თეთრს წვალებით შოულობენ, შეღავათს გაუწევდნენ და ყოველი თვის ბოლოს, ქვითრის მოსვლის შიშს გაუქრობდნენ.
ჩვენ და თითქმის ყველა ჩვენი ტიპის დაწესებულება, სამართლებრივად მიეკუთვნებიან კომერციულ ორგანიზაციებს და გაზის გადასახადს, თითქმის გაორმაგებულად იხდიან,“ – წერენ ჰოსპისის გვერდზე.
ფოტო: ლელი ბლაგონრაროვა