LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემი და ზინედინ ზიდანი ფეხბურთს ითამაშებენ

103

დევიდ ბექჰემი ფეხბურთს კვლავ ითამაშებს. საქველმოქმედო მატჩში, რომელიც UNISEF-ის მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობას ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.

გასულ შაბათ-კვირას საწვრთნელი მატჩი გაიმართა, მინდორზე დევიდ ბექჰემთან ერთად მისი შვილი, ბრუკლინი და ჯგუფ One Direction-ის სოლისტი ჰარი სტაილსი გამოჩნდნენ.

საქველმოქმედო ვარსკვლავური ბრძოლის ფინალი 14 ნოემბერს, მანჩესტერში გაიმართება. მიზანი კი ღარიბი ბავშვების დასახმარებლად საჭირო სახსრების მოძიება იქნება.

ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მალე მას კვლავ მოუწევდა ბუცების ჩაცმა, ამჯერად უკვე ქველმოქმედებისთვის.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კვლავ მომიწევდა მინდორზე გასვლა, თუმცა ახლა ამისთვის არაჩვეულებრივი მიზეზი მაქვს, UNICEF-თან ერთად დავეხმარებით ბავშვებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, კვლავ ვითამაშო ოლდ ტრაფორდზე, ვიყო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გუნდის კაპიტანი, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი ხელმძღვანელობს,“ – განაცხადა ბექჰემმა.

მის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას ზინედინ ზიდანი მიიღებს, ის მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანი იქნება.

david-beckha-a

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები