LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო დაწინაურდა – Forbes

Tbilisi-Retina

Forbesის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო დაწინაურდა. ჩვენი ქვეყნის პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა და საქართველო 161 ქვეყანას შორის ამჯერად 44-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა: ყატარი, ტაილანდი, ჩინეთი, ხორვატია, ბულგარეთი, მექსიკა, თურქეთი და სხვა…

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, საქართველოს მკვეთრად ჩამორჩება სომხეთი, რომელიც 81-ე პოზიციაზეა, ასევე აზერბაიჯანი, რომელიც 70-ზე ადგილზეა, რუსეთი კი 55-ე პოზიციაზე.

როგორც Forbes წერს, საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა.  სტატიაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა.

ცნობისთვის, Forbes-ის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია. შემდეგ პოზიციაზე კი არიან: შვედეთი, ჰონგ კონგი, ნიდერლანდები და ახალი ზელანდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები