თბილისის მეტროსადგურში მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ვაგონში, მის მოპირდაპირედ მჯდომ გოგონას პირსინგის გამო ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ხელით შეეხო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, გოგონას გვერდით მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მამაკაცს ხელს ურტყამს მას შემდეგ, რაც მამაკაცმა გოგონას შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართა.
გოგონა: – ჯერ ქალთან ზრდილობიანი ლაპარაკი ისწავლე და მერე “იბლატავე”, გაიგე?
მამაკაცი: – შენ ქალი …
გოგონა: – ქალი ვარ, კი, ქალი ვარ.
მამაკაცი: – რანაირად გაცვია?
გოგონა: – რა, არ შეიძლება, შარვალი მეცვას? ლაპარაკი ისწავლე წესიერად, ზრდილობიანად ლაპარაკი ისწავლე.
მამაკაცი: – შე *ემა! პანჩური გინდა? შენ მოგი**ნავ…
სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცის სწორედ ამ ფრაზამ გააღიზიანა გოგონას გვერდით მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი.