LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

201701032026061442733104

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ, – ამის შესახებ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.

„გრიპის სეზონის დადგომისთანავე, დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების რიცხვმა, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ეკუთვნის. იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა.

შესაბამისად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები