LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში თვითმფრინავი ბომბის გამო უკან მოაბრუნეს

air

ავსტრალიაში თვითმფრინავი ბომბის გამო უკან მოაბრუნეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა სიდნეიდან მელბურნის მიმართულებით მიმავალ რეისზე მოხდა. ავიაკომპანია TigerAir-ის ხომალდი აფრენიდან რამდენიმე წუთში აეროპორტში დაბრუნდა, რადგან ავიაკომპანიას უცნობმა პირმა ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ შეატყობინა. მუქარის შემცველი ბარათი ერთ-ერთმა მგზავრმა ტუალეტის კაბინაში იპოვა და მაშინვე პილოტს გადასცა.

ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ ნამდვილი პანიკა გამოიწვია და მიუხედავად იმისა, რომ ბორტგამცილებლები უკან დაბრუნების ნამდვილ მიზეზს მალავდნენ, მგზავრებმა საშიშროების შესახებ მაინც გაიგეს.

საბედნიეროდ, ლაინერი სიდნეის აეროპორტში მშვიდობით დაფრინდა და მგზავრების ევაკუაციაც მაქსიმალურად სწრაფად მოხდა. ამის შემდეგ საქმეს გამნაღმელები შეუდგნენ და იპოვეს თუ არა მათ ბომბი ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები