LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობრძანდით 22 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები – კახა კალაძე

48425093_2271283816490839_2907202455731175424_n

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს აინთება, – განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკმაოდ საინტერესო სანახაობა და გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება.

„22 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომელზეც მინდა დავპატიჟო დედაქალაქის მოსახლეობა, რომ მობრძანდეთ თქვენი შვილებით და შვილიშვილებით,“ – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა თავის მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დაავალა, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

„საკმაოდ საინტერესო იქნება და კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მობრძანდეთ 22-ში, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.