LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველებს გაძვირებული დენის ღირებულება ოქტომბრიდან დაერიცხებათ

39

დედაქალაქის მერიამ გაითვალისწინა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ოქტომბერში დამატებით ელექტროენერგიის კორექტირებული ტარიფის სხვაობას მიიღებენ, ამის შესახებ მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

რაც შეეხება ყველა სხვა აბონენტს, მათ სუბსიდია იმავე  რაოდენობით დაერიცხებათ, როგორც ეს 2015 წლის იანვარ-მარტში განხორციელდა – თვეში 20 ლარის ოდენობით.

ბენეფიციარებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001-ს არ აღემატებოდა, კომუნალური სუბსიდია გაორმაგდა და 250 ლარის ნაცვლად 500 ლარი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები