LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერმა ჟოზე გააგდო

download 4

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლოს და ბოლოს ჟოზე მოურინიო გაუშვა.
ინგლისურმა კლუბმა ამის შესახებ უკვე გამოაცხადა.

„მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, – პორტუგალიელ სპეციალისტს გზად სტანდარტული ტექსტი გააყოლეს.

„იუნაიტედში“ მწვრთნელის მოვალეობას ცოტა ხანი მაიკლ ქერიკი შეასრულებს.

მოურინიო „იუნაიტედს“ 2016 წელს ჩაუდგა სათავეში.
2.5 წლის განმავლობაში მან ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო.
ახლა კი „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მე-6 ადგილზეა და თანაქალაქელ „სიტის“ მთელი 19 ქულით ჩამორჩება.

მდიდარ ინგლისურ კლუბს მოურინიოსთვის კომპენსაციის სახით შესაძლოა 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწიოს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები