LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა პარამკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ფურორი მოახდინეს

148

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში პარამკლავჭიდელთა მსოფლიო პირველობა ჩატარდა, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა ფანტასტიურ შედეგს მიაღწიეს: ჩვენების ანგარიშზე 15 ოქროს, 20 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირზე ზურა ბუცხრიკიძის, ბესიკ ლეკიაშვილის, ვახო ახობაძისა და ზურა სოხაძის შემადგენლობით იმყოფებოდნენ და 7 მედალი მოიპოვეს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორივე ხელში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ზურა ბუცხრიკიძე. მარჯვენაში ოქრო, ხოლო მარცხენაში ბრინჯაოს მედალი აიღო ვახო ახობაძემ, რომელიც 60 კილოში მონაწილეობდა. ორივე ხელში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები ხვდა წილად 65 კილორამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურა სოხაძეს, ხოლო ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა პარამკლავჭიდელმა ბესიკ ლეკიაშვილმა გამოსვლა თავის 90 კილოში, მემარჯვენეებში მეორე ადგილითა და ვერცხლის მედლით დაასრულა.
მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი წარმატება მოიპოვეს ახმეტელმა მკლავჭიდელებმაც. ახმეტის სასპორტო სკოლიდან გაგზავნილმა მკლავჭიდელთა გუნდმა 9 მედალი მოიპოვა: 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

21 წლამდელ სპორტსმენებში იმედა ჭინჭარაული, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორივე ხელით მოიპოვა ოქროს მედალი, იმედა ჭინჭარაულმა ასევე მონაწილეობა მიიღო დიდებშიც, სადაც მარცხენა ხელში მოიპოვა ოქრო, ხოლო მარჯვენაში – ბრინჯაოს მედალი; 21 წლამდელ სპორტსმენებში ასევე თავი გამოიჩინა ზაზა ოქროცვარიძემ, რომელმაც 75კგ. წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელით მოიპოვა ოქრო, ხოლო მარჯვენათი – ბრინჯაოს მედალი; ლევან უძილაურმა – 21 წლამდელ სპორტსმენებში, 80 კგ. წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელში ოქრო, ხოლო მარცხენაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; გურამ აბულაშვილმა კი, ასევე 21 წლამდელ სპორტსმენებში, 65 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლი, მარცხენა ხელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები