შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, დაჯდა რამდენიმე კარგი წყვილი, რამდენიმეში გამოკვეთილი ფავორიტია და არის ერთი სიკვდილის წყვილი, რაც ნამდვილად დასანანია – „ლივერპულის“ ან „ბაიერნის“ ნაადრევად გავარდნა ტურნირს ვერ წაადგება.
შალკე (გერმანია) – მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ატლეტიკო (ესპანეთი) – იუვენტუსი (იტალია)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
ტოტენჰემი (ინგლისი) – დორტმუნდი (გერმანია)
ლიონი (საფრანგეთი) – ბარსელონა (ესპანეთი)
რომა (იტალია) – პორტუ (პორტუგალია)
აიაქსი (ჰოლანდია) – რეალი (ესპანეთი)
ლივერპული (ინგლისი) – ბაიერნი (გერმანია)
ჯგუფური ეტაპიდან გასული 16 გუნდი ორ კალათად დაიყო – „განთესილები“ და „განუთესავები“.
წილისყრისას გათვალისწინებული იყო შემდეგი პირობები – მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ქვეყნის გუნდები, აგრეთვე, ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში მყოფი გუნდები.
მერვედფინალის პირველი მატჩები 12/13 და 19/20 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 5/6 და 12/13 მარტს.