კიმ კარდაშიანის პატარა და, კენდალ ჯენერი, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. ამჯერად ის Balmain-ის კრეატიულ დირექტორთან, ოლივიე რუსტენთან და მეგობარ ჯიჯი ხადიდისთან ერთად მივიდა ჟურნალ Vogue-ის სადღესასწაულო სადილზე, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ჟურნალისტების ყურადღება სწორედ კენდალ ჯენერმა მიიქცია, რადგან გამჭვირვალე შავი კაბით ის ერთდროულად ელეგენტური და სექსუალურიც ჩანდა.