ამ წუთებში მოქალაქეები ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ტელეკომპანიასან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ “ხელი აიღონ “რუსთავი 2″-ის დახურვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე”.
ქიბარ ხალვაშის მიერ “რუსთავის 2”-სა და ტელეკომპანია “საქართველოს” წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დღეს გაიმართება, ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. აღნიშნულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 2 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება,” – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.