Victoria’s Secret-ის ყოველწლიური რეიტინგი ყველაზე სექსუალური ქალების შესახებ უკვე ცნობილია. სტატუსი „Forever Sexy“ (მუდამ სექსუალური) ბარბადოსელ მომღერალს – რიანას ერგო.
ყველაზე სექსუალური მსახიობი Voctoria’s Secret-ის აზრით სერიალ “True Detective“-ის ვარსკვლავი რეიჩელ მაკადამსია. ტიტული „ყველაზე სექსუალური მომღერალი“ 22 წლის არიანა გრანდეს ხვდა წილად. „ყველაზე სექსუალური სხეული“ კი, რეიტინგის მიხედვით, ბიონსეს აქვს.
შემდეგ კი რეიტინგში ვარსკვლავები სხეულის ნაწილების მიხედვით არიან შეფასებული – ყველაზე სექსუალური ფეხები ტეილორ სვიფტს აქვს, ყველაზე სექსუალური თმის მფლობელი კრის ტეიგენია, სექსუალური ტუჩები – ჯესიკა ბილს, სექსუალური თვალები კი – მარგო რობის აქვს. ყველაზე სექსუალური სტილით – ოლივია პალერმო გამოირჩევა, ლილი ჯეიმსი კი ყველაზე სექსუალურად იღიმის.