LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს აჭარაში ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

237568836

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებით 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები