საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში ჟვანიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეხმაურება.
ჟვანიას ქუჩაზე, 4 მეტრის სიგანის გზაზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ შენდება მრავალსართულიანი კორპუსები. ორივეს შესასვლელი აქვს ჟვანიას ქუჩის მხრიდან. ქუჩას არ აქვს ტროტუარი და ალბათ ვეღარც ექნება. ადვილი წარმოსადგენია, ამ კორპუსებში შესახლების შემდეგ, როგორ “გაატარებს” ვიწრო გზა სატრანსპორტო ნაკადებს
?თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური
შეთანხმებულია თუ არა მშნებლობები ტრანსპორტის სამსახურთან? თუ შეთანხმებულია, რა კვლევაზე დაყრდნობით გაეცით ნებართვები? დათვლილია თუ არა არსებული სატრანსპორტო ნაკადები? გაკეთებულია თუ არა წინასწარი გაანგარიშება მოსალოდნელი სატრანსპორტო და საქვეითო ნაკადების? მოკლედ, დასკვნა გამოაქვეყნეთ.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2111840362207782&set=a.1711928565532299&type=3&theater