LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაჭვლიანი კანონიდან „მამათმავლობის განმსაზღვრელი“ ტერმინების ამოღებას ითხოვს

88

ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღების დროს, ჩვენ კენჭი მამათმავლობას ვუყარეთ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ჯაჭვლიანი პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული იქნება ტერმინები “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”.

ამასთან, ჯაჭვლიანი მზად არის, გახდეს ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ბარამიძის მეგობარი, თუკი ბარამიძე აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

“პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და კაცის თანაცხოვრება. მეორეს მხრივ, მინდა დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას – ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, მოევლინონ ჩვენს შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა, აგიტაცია. ამ კანონის საფუძველზე ჩვენს მიერ მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა, დასჯადი გახდა. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რა ჩემი სადეპუტატო მანდატით, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლილებები და მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”, რათა მომავლში ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესენთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ. იმედს გამოვთქვამ, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ინიციატივას. თუნდაც დღეს ეს კანონი არ გავიდეს, მომავალში მაინც შევქმნით პრეცენდენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ. დედამიწაზე შეუცდენელი ადამიანი არ არსებობს, შეუცდენელია მარტო უფალი. კარგია, როცა შეგიძლია გამოთქვა სინანული. ძალიან ბევრი ადამიანია ამ პარლამენტში, ვინც ფიქრობს ისე, როგორც მე. ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი და გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება. გიორგი ბარამიძე ახლა დარბაზში არ იმყოფება და მინდა, მისმა მეგობრებმა გადასცენ: – თუ ამ ცვლილებებს გიორგი ბარამიძე მხარს დაუჭერს, მე მისი მეგობარი გავხდები, ხოლო თუ მხარის დაჭერა მისი სურვილი არ იქნება, ჩემთვის ჩავთვლი, რომ მყავს ერთი სულიერი მეგობარი”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები